loader

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია - "ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი... შე­ეძ­ლო სამ ენა­ზე სა­უ­ბა­რი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი ქალის ვინაობა ცნობილია - "ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი... შე­ეძ­ლო სამ ენა­ზე სა­უ­ბა­რი"

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს 55 წლის ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.

"55 წლის ფიქ­რია დარ­ჩია ერთ-ერთია ხუთ მოკ­ლულს შო­რის. ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი. შე­ეძ­ლო სა­უ­ბა­რი სამ ენა­ზე - ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე, სწავ­ლობ­და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია", - წერს ABC.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თავდამსხმელი.