loader

"ბუდუ გამახსენდა... ეს არ მქონდა ნანახი" - შოთა არველაძის ვიდეო არქივიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბუდუ გამახსენდა... ეს არ მქონდა ნანახი" - შოთა არველაძის ვიდეო არქივიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"შოთა არველაძე - "ჩვენთან შოუ არ მთავრდება"..." - ვიდეო სოციალურ ქსელში სტამბოლური ამბები Istanbul Diaries-ის გვერდზე გამოქვეყნდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ნეტავ, არველაძეებისთანა ქართველები ბევრი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას... დღეგრძელობას და წინსვლას ვუსურვებ მათ...

აუჰ, რა ძალიან ვისიამოვნე...

კოლორიტი ძმები...კაცური კაცები...ქართული ჯიში და გენი!..

წარმოიდგინეთ, 1 ქართველს მთელი სტადიონი უცქერს აღფრთოვანებით და ტაშს უკრავს... როგორც ღამით ცაში ერთი ვარსკვლავი კაშკაშებს... საამაყო ადამიანია, მადლობის მეტი რა გვეთქმის!

სტამბულში ვარ და რამდენი კარგი მესმის. თითქმის, ყველას შოთა აკერია პირზე... მე ვამაყობ, რომ შოთას "მემლექეთიდან" ვარ...

არველაძეები თურქეთში ძალიან დაფასებულები არიან...

თურქეთში ძმები არველაძეები ძალიან უყვართ და აფასებენ...

ვა, ეს არ მქონდა ნანახი. 18 წლის ბიჭებმა იმდროინდელი თურქეთის ჩემპიონატი დაიპყრეს. არადა, ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა იქ მაშინ...

თურქებს ისე უყვართ შოთი, რომ გაგიცნობენ, გეკითხებიან, შოთის იცნობო?

ჯიგარი. ერთმა ქართველმა მთელი თურქეთი ფეხზე წამოაყენა....

ბუდუ გამახსენდა...

სტამბულში Beiaz show-ში გამოდიოდა შოთა არველაძე და გაკვირვებული დავრჩი, როგორ უყვართ თურქ ხალხს იგი. ბავშვმაც კი იცის მისი სახელი..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, 1994-1996 წლების სეზონში შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.