loader

რას ამბობს ნოდიკო ტატიშვილი დავით დოიაშვილის განცხადებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ნოდიკო ტატიშვილი დავით დოიაშვილის განცხადებაზე?

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათ შორის არის მსახიობების ნაწილიც, რომლებიც ამ კანონპროექტის წინააღმდეგი არიან.

ზესტაფონის თეატრში სპექტაკლის შემდეგ დავით დოიაშვილმა განცხადება გააკეთა – „არა რუსულ კანონს!“.

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ აღნიშნულ ვიდეოს გვიზიარებს და დოიაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

„მიყვარს დოი თავისი დასით!

არა რუსულ კანონს.

P.S ვინმე თუ იტყვის, სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო (ვინც არ იცით), ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში. ოსკარის დაჯილდოებაც არ გაქვთ ნანახი, დავიჯერო? არტისტები, ხელოვანები ყოველთვის აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ!“, – წერს ნოდიკო ტატიშვილი.