loader

ლაზარე გრიგორიადისის რეაქცია, როცა მოსამართლემ მისი განაჩენი გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაზარე გრიგორიადისის რეაქცია, როცა მოსამართლემ მისი განაჩენი გამოაცხადა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისი.