loader

“საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა” - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა” - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში?

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა. ამის შესახებ ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში - “ერები ტრანზიტში 2024”.

ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებს განეკუთვნება, რომელშიც მის გარდა, ასევე, არიან - უნგრეთი და სერბეთი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან - მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს - სომხეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო.

Freedom House-ი აღნიშნავს, რომ მათი მეთოდოლოგიის თანახმად, უნგრეთი, სერბეთი და ნაკლებ დონეზე საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად გახდომისკენ გზას ადგანან. მათივე ცნობით, ასეთ სისტემებში საკვანძო ინსტიტუტები (მედიიდან სასამართლომდე) ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკურ განმარტებაში პოლიტიზაციის მოსალოდნელ დონეს გასცდნენ და ახლა ფაქტობრივად კონტროლირდებიან მმართველი პარტიების მიერ და გამოიყენებიან პარტიული და პირადი სარგებლისთვის.

მაჩვენებლების მიხედვით (1-დან 7-მდე) საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - 2.25, საარჩევნი პროცესი - 3.00, სამოქალაქო საზოგადოება - 4.00, დამოუკიდებელი მედია - 3.25, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 2.75, სასამართლოს ჩარჩო და დამოუკიდებლობა - 2.50, კორუფცია - 3.50.

ჯამში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს (7-დან), ხოლო პროცენტების მხრივ - 34%-ს, და ჩამორჩება სომხეთს, უნგრეთს, სერბეთს, მოლდოვას, უკრიანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს.