loader

„ნებისმიერ თანხას შეეხება ცვლილება, დავალიანება ძირითადად ავტომატურად ჩამოიწერება" - ცნობილია, ვის შეეხება ცვლილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ნებისმიერ თანხას შეეხება ცვლილება, დავალიანება ძირითადად ავტომატურად ჩამოიწერება" - ცნობილია, ვის შეეხება ცვლილება

145 ათას ფიზიკურ პირს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საურავების ჩათვლით, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ჩამოეწერება, - ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ განაცხადა.

როგორც გობეჩიამ აღნიშნა, დავალიანების ჩამოწერისთვის რიგ შემთხვევებში მოქალაქეს შესაძლოა, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვა დასჭირდეს.