loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - "მაგისთვის სიკვდილი ბაირამობაა, წამებით უნდა ამოხდეს სული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - "მაგისთვის სიკვდილი ბაირამობაა, წამებით უნდა ამოხდეს სული"

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს.

„მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა. სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მინიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარმა კი ინციდენტის შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიიყენა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:30 წუთზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე