loader

ამერიკაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ - “კამერებში ჩანს, როგორ გადმოდის მანქანიდან, შემდეგ კვალი ქრება, გარშემო არის ტყე...“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ - “კამერებში ჩანს, როგორ გადმოდის მანქანიდან, შემდეგ კვალი ქრება, გარშემო არის ტყე...“

ამერიკაში კიდევ ერთ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ - “კამერებში ჩანს, როგორ გადმოდის მანქანიდან, შემდეგ კვალი ქრება, გარშემო არის ტყე...“

ამერიკაში კიდევ ერთ დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ.

როგორც ნინო ბახტაძე ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში“ წერს, ოჯახი ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს 7 აპრილიდან ვეღარ უკავშირდება. ბოლოს კი სათვალთვალო კამერამ ტყის მასივთან დააფიქსირა. ნიკოლოზი ავტომობილიდან გადადის, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა:

“ვეძებთ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, 7 აპრილიდან დაკარგულია, მუშაობდა დორდაშზე. პოლიციაც ჩართულია საქმეში, მაგრამ სიახლე არაფერია.

ბოლოს 268 NJ-10, Succasunna, NJ 07876 ამ ლოკაციაზე, ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის, 'Taco Bell'-ის კამერებში ჩანს, როგორ გადმოდის მანქანიდან, მანქანას ტოვებს ამავე მისამართზე და აღარ ბრუნდება, ამის შემდეგ უკვე კვალი ქრება, ტელეფონიც გათიშული აქვს. საიდანაც კვალი ქრება, იმ მისამართის გარშემო არის ტყე, სადაც საჭიროა ადამიანების მობილიზება, რომ შევიკრიბოთ, გადავნაწილდეთ და დავიწყოთ ძებნა. მისი ოჯახის წევრები გაუჩინარებიდან დღემდე 24/7 ეძებენ, მაგრამ არ არიან საკმარისი რაოდენობით, რომ შეძლონ მთლიანი ტყის შემოვლა.

დავრეკე გარშემო ყველა საავადმყოფოში და სასტუმროში, მაგრამ არსად არ ფიქსირდება. რაიმე ინფორმაციის ან რჩევის შემთხვევაში (845)837-8676 მის ოჯახის წევრს დაუკავშირდით ამ ნომერზე, მაგრამ ეს ნომერი ცოტა ხარვეზებით მუშაობს, ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს, ხან გადის ზარი, ხან არა, ხარვეზის შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ მომწეროთ მე. მადლობა. ასევე მიაქციეთ კომენტარებს ყურადღება, აუცილებლად გიპასუხებთ სიახლის შემთხვევაში, მადლობა ყველას“ - წერს ნინო ბახტაძე.