საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში, ოკუპირებულ აფხაზეთში, მიწისძვრა იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 03:31 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ქალაქ ახალი ათონთან, სოფელ სანჩარაში იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.