loader

“ცოტა ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ-შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება!“ - ხაჭოს პასქის რეცეპტი ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ცოტა ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ-შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება!“ - ხაჭოს პასქის რეცეპტი ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძისგან

"გარდენია შევარდნაძე" სოციალურ ქსელში ხაჭოს პასქის რეცეპტის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც "გარდენიას" დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე და ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე რეცეპტს საზოგადოებას უზიარებენ:

"პასქის რეცეპტი თქვენიც გამიზიარეთ.

2 კილო მშრალი ხაჭო ხელით კარგად გააფხვიერეთ (ან სახეხზე ჩამოშალეთ). ჩადეთ ორმაგი მარლით ამოფენილ საწურზე, დადეთ ჯამზე და დატოვეთ სიმძიმის ქვეშ. დროდადრო გამოუშვებს სითხეს და გადაღვარეთ.

ამასობაში ათქვიფეთ 600 გრამი კარაქი და შეურიეთ 800 გრამი არაჟანი, 2 ქილა "სგუშონი" (სიტკბო შეგიძლიათ გემოვნებით დაარეგულიროთ და რომ გაქუნქულდება+ დაპრესილი ხაჭო და ხის კოვზით კარგად აურიეთ. ამის შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული, რა გიყვართ - ცუკატები, ქიშმიში, ნიგოზი, თეთრი ბლის მურაბა თუ საზამთროსი, ალუბლის ჩირი, ნუში, მოკლედ, შეაზავებთ + ვანილს და ისევ მარლაჩაფენილ ნასვრეტებიან ყალიბში ჩავდებთ და ისევ სიმძიმის ქვეშ ვპრესავთ, დროდადრო გადაუღვრით წვენს და შევდგამთ მაცივარში ერთი ღამით, დილით გამოვიღებთ მარლიდან და მოვრთავთ შოკოლადით, ნუშით, დახეხილი ნიგვზით და ა. შ.

არაა რთული გასაკეთებელი, ცოტა ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება!

პ.ს. პროდუქტი უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი, პასქა ნედლია და ყველა გემო განსაკუთრებულად იგრძნობა... "