loader

“ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო, მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ” - რას წერს ლანა ღოღობერიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო, მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ” - რას წერს ლანა ღოღობერიძე?

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა დაინიციირებულ კანონს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხი კანონპროექტის დამტკიცების საშუალებას არ დაუშვებს.

კინორეჟისორი განმარტავს, რომ მოცემული ინიციატივა კითხვის ნიშნებს აჩენს არა რუსეთის, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

"ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო.

მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ. იმიტომ, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს არა ჩვენს რეალურ მტერს - რუსეთს, არამედ ჩვენს მეგობრებს - ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებიც მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, აფინანსებენ, თან სრულიად გამჭვირვალედ, უამრავ, ხალხისთვის სასარგებლო პროგრამას.

ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ. იმ დროიდან საქართველოს ისტორიაში დარჩა გამარჯვების უმშვენიერესი ხატი: ქალი ევროპის დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ, და დროშა ფრიალებს!

ამ დროშას არ დავუშვებთ - ეს ქართველი ხალხის ნებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.