loader

“ყოველთვის იქ, სადაც ევროპაა!” - თბილისის "ლოკომოტივი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყოველთვის იქ, სადაც ევროპაა!” - თბილისის "ლოკომოტივი"

"ყოველთვის იქ, სადაც ევროპაა!", - მსგავსი შინაარსის ბანერი გაჩნდა თბილისის "ლოკომოტივის" Facebook-გვერდზე.

საფეხბურთო კლუბი პროდასავლურ გზავნილს აჟღერებს და სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს ათავსებს.

სავარაუდოა, რომ "ლოკომოტივიც" "ქართული ოცნების" რისხვას დაიმსახურებს, როგორც ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის შემთხვევაში მოხდა. ფეხბურთელის ოჯახი "ნაცებად" მას შემდეგ შერაცხეს, რაც სპორტსმენმა სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ელენე ევროკავშირის დროშით მარშზე იყო.