loader

კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, ავიღეთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი მგზავრთნაკადია და ყველაზე მეტად საჭიროებდა ავტობუსების დამატებას. 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რომლის შედეგადაც, N304 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, N307-ზე -12 წუთამდე, N311-ზე - 14 წუთამდე, N315-ზე - 15 წუთამდე, N339-ზე - 6 წუთამდე, N351-ზე - 10 წუთამდე, ხოლო N385-ზე - 10 წუთამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში დამატებითი ავტობუსები შემოვლენ, გამოთავისუფლებული რესურსის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება.