"წიგნზე არ ვფიქრობ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს“ - სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელია პირად ცხოვრებასა და კრიტიკაზე
"გარეთ ცივი ამინდია, ოთახშია სამი თრია", "კბილი სტკივა ციყვუნას, ლამაზსა და ფუმფულას", "მგელმა შეჭამა ციკანი, თავი ჰგონია მართალი" – ეს ამონარიდებია ირმა კვარაცხელიას ლექსებიდან, რომელსაც ტიკ-ტოკზე სპეციალურად ბავშვებისთვის კითხულობს.
Ambebi.ge მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:
"წიგნზე არ ვფიქრობ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. რაც შეეხება თვითონ ლექსებს, არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია, რადგან საკუთარ თავზე ვმუშაობ. აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონია. როგორც გითხარით, სამი თვეა დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი. ახლა მინდა, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და შედეგს მომავალი გვიჩვენებს."