"არ მჯერა... ეს რა უსამართლობაა" - 29 წლის კაცი, რომელსაც თბილისში 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
29 წლის ნოდარ რუსაძე, რომელსაც თბილისში 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნოდარ რუსაძის ახლობლები ავრცელებენ.
"კეთილო ანგელოზო, შვილო, როგორ მენანები, ნოდიკო, არ მჯერა... ეს რა უსამართლობაა, ღმერთოო!" - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი კაცის ახლობელი.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 5 აპრილს, 15:00 საათზე, საბურთალოს ტერიტორიაზე გავიდა და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებოდნენ.