loader

სოციალურ ქსელში ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია - “ყველასთვის საყვარელი მამაო დავკარგეთ…” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია - “ყველასთვის საყვარელი მამაო დავკარგეთ…”

ვარკეთილის წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვარკეთილის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა ვარკეთილის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი. დასვენებულია ტაძარში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 11 აპრილს, 14 საათზე.

მისამართი: ვარკეთილი 3, მეორე მიკრორაიონი,16 კორპუსის მიმდებარედ, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების N 9 “, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გულში, მარად და უკუნისამდე" - წერენ სოციალურ ქსელში.