loader

Wizz Air-ი EURO 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს - ცნობილია, რა ეღირება ბილეთი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Wizz Air-ი EURO 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს - ცნობილია, რა ეღირება ბილეთი

WIZZ AIR EURO 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის საქართველოდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ რეისებს ფრენებს ამატებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. რაც შეეხება ფასს, 199 ევროდან იწყება.

„საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის. სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი. ფრენების განრიგის ადაპტირებით, მატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას“, - აცხადებს Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.

წყარო