"დამუნჯებული ვარ" - ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
გუშინ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ქართველი გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძეა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეორე გარდაცვლილი ახალგაზრდა რატი საგანელიძეა.
გარდაცვლილ იური ლომიძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:
"დამუნჯებული ვარ დღეს, სიტყვები არ მყოფნის, ,როგორი ტკივილია გულში, არ მინდა დაჯერება. გამძლეობა ყველას !! ყოველთვის გვეყვარებიი უზომოდ ჩვენი განსხვავებული!" - წერენ სოციალურ ქსელში.