loader

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა... საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა..." - რას წერს ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა... საშინელი დღე მქონდა, რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა..." - რას წერს ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში?

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა...

საშინელი დღე მქონდა. რა არ გადამხდენია და რას არ შევსწრებივარ, თუმცა დღეს გზაზე, სადაც მივდიოდი, მოხდა ავარია და მთელი ოჯახი დაშავდა ერთ-ერთ მანქანაში...

ჩემი ხელით გადმოვიყვანე დასისხლიანებული პატარა ბიჭი დაკუჭული მანქანის ფანჯრიდან...

მადლობა ღმერთს, რომ ყველანი გადარჩნენ და ცოცხლები არიან...

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცით, როდის რა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ 1 000-ჯერ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლეს.

რეალურად ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ... ადამიანები!" - ამის შესახებ მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში წერს.