loader

"დავალიანება 145 000 პირს ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარი" - ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავალიანება 145 000 პირს ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარი" - ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება?

მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონის მიღების შედეგად 145 ათასს ფიზიკურ პირს, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

კობახიძემ გადაწყვეტილების მომზადებისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ.

დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ. გამომდინარე აქედან, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვწეროთ დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, რაც ეკონომიკის განვითარებას წაადგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.