კარგი სიახლე მათთვისაც, ვისაც გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასწრება სურს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა,მნიშვნელოვანია, „ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული“.