loader

როგორია, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქის მდგომარეობა - რას ამბობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქის მდგომარეობა - რას ამბობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

როგორ სუხიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია სასროლეთში აფეთქების გამომწვევი მიზეზები.

„ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება.

რაც შეეხება 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სასროლეთში აფეთქებასთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა. შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა სუხიშვილმა.