loader

“სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია” - რას ყვება, რუსეთში მოღვაწე სპორტის ტელე-ჟურნალისტი გრიგორი თვალთვალაძე, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია” - რას ყვება, რუსეთში მოღვაწე სპორტის ტელე-ჟურნალისტი გრიგორი თვალთვალაძე, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოა

რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ტელეჟურნალისტმა გრიგორი თვალთვაძემ, რომელიც სოხუმშია დაბადებული, sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა.

- თქვენ ამბობდით, რომ სოხუმი და საერთოდ, აფხაზეთი, საქართველოა და იქ წასვლა არ შეგიძლიათ. ყველაფერი ისევ ისეა?

- დიახ, წასვლა არანაირად არ შემიძლია. ჩემი გვარი იქ აკრძალულია. სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია. ბაბუის და ბებიის საფლავზეც კი არ შემიძლია მისვლა. ჩემი ძმა ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა, ერთი ნათესავი ომის დროს მილიციის უფროსი იყო. 30 წელი გავიდა. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რათა იქ ცნობიერება გადაუბრუნდეთ.

ჩემი ნაცნობი აფხაზები მომიყვნენ, რომ თბილისში კბილების გასაკეთებლად ჩავიდნენ. ე.ი. სადღაც შეიძლება, ხოლო სადღაც - არა. ჩემი მეგობარი ახრიკ ცვეიბა თბილისის „დინამოს“ იუბილეზე მიიწვიეს. ის ამ გუნდში მრავალი წელი თამაშობდა, იქ იმდენი მეგობარი ჰყავს. უფლება არ მისცეს, სოხუმიდან დაურეკეს და უთხრეს: „წასვლა არც იფიქრო“. აქ რას იტყვი? უბრალოდ უნდა თქვა - ახრიკ ცვეიბა თბილისში არ გაემგზავრა, ჩვენ საერთაშორისო სკანდალი აღვკვეთეთ.

წყარო:https://sportall.ge/sport/skhvadaskhva/saintereso-ambebi/170406-qafkhazethi-saqarthveloa-cveibas-thbilisshi-tsasvla-aukrdzalesq-ganackhada-rusethshi-moghvatse-sportulma-zhurnalistma.html