loader

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი მარ­ნე­უ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო ჩემი გუ­ლია..." - რას ჰყვება მარნეულელი აზერბაიჯანელი მომღერალი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ქართულ-აზერბაუჯანულ ენოვანი სიმღერა მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი მარ­ნე­უ­ლი - სა­ქარ­თვე­ლო ჩემი გუ­ლია..." - რას ჰყვება მარნეულელი აზერბაიჯანელი მომღერალი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ქართულ-აზერბაუჯანულ ენოვანი სიმღერა მიუძღვნა

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი კლი­პი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ აი­ტა­ცა. აფიკ ნოვ­რუ­ზო­ვი­სა (ნატო) და სა­ჰილ დე­ნი­ზის ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე ჩა­წე­რილ სიმ­ღე­რას "მიყ­ვარ­ხარ და მეყ­ვა­რე­ბი, ჩემო კარ­გო სა­ქარ­თვე­ლო“ ჰქვია, კლი­პი კი მდი­და­რია ეროვ­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, სიმ­ბო­ლო­ე­ბი­თა და დახ­ვე­წი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით.

ambebi.ge ცნო­ბილ რე­პერს აფიკ ნოვ­რუ­ზოვს ესა­უბ­რა:

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი მარ­ნე­უ­ლი. შე­მეძ­ლო სხვა­გან მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დი. სა­ქარ­თვე­ლო ჩემი გუ­ლია... აი, ნა­ხეთ, ვი­ცხოვ­რე საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, მო­ნა­კო­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, თით­ქოს მაგ­ნი­ტია... მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, მით უფრო, მარ­ნე­უ­ლის გა­რე­შე. სა­ჰილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და უნდა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობ, მე და სა­ჰილს გა­მოგ­ვი­ვი­და. ამ კლი­პით ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით, ეს ჩემ­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­ვო­ლუ­ცი­აა, ასე­თი არ ყო­ფი­ლა აქამ­დე. ყვე­ლა გვი­ლო­ცავს. გუ­შინ ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი გვი­ლო­ცავ­და, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იყ­ვნენ..."

ინტერვიუს ბრცლად სანახავად გადადით ლინკზე: