loader

ნიუ-იორკის რეგიონში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკის რეგიონში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნიუ-იორკის რეგიონში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს ადგილობრივ სეისმური მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ცენტრი ნიუ-ჯერსი, ქალაქი ლებანი იყო.

შტატის სამაშველო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები ნგრევის, ან დაზიანების შესახებ.

ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ბიძგები მეზობელ შტატებში, კონექტიკუტში და მასაჩუსეტშიც იგრძნობოდა. ბიძგების შესახებ იტყობინებოდნენ ბოსტონსა და ფილადელფიაშიც.

როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოუჩულმა X-ზე დაწერა, მიწისძვრა მთელი შტატის მასშტაბით იგრძნობოდა.