loader

"სინამდვილეში რა მოხდა - იმ დღეს, როცა ყირგიზეთმა "რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინამდვილეში რა მოხდა - იმ დღეს, როცა ყირგიზეთმა "რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, იმის­თვის, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი არ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია და პრო­ტეს­ტი.

ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და - იმ დღეს, რო­დე­საც ყირ­გი­ზეთ­მა "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი” მი­ი­ღო, ივა­ნიშ­ვილს ურეკ­ში მოს­კო­ვი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კუ­რი­ე­რი შეხ­ვდა. ივა­ნიშ­ვილ­მა იმა­ვე სა­ღა­მოს­თვის და­ნიშ­ნა "ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო. ის თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და, და­ე­ლო­და მე­ო­რე დღეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ხე­ლახ­ლა შე­მო­ტა­ნის და­ა­ნონ­სე­ბას, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი­დან დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გაფ­რინ­და.

ოღონდ, გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ხაზი გა­ეს­ვა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი - ესეც, რა თქმა უნდა, მოს­კო­ვის გა­სა­გო­ნად. მოს­კო­ვის ინ­ტე­რე­სი აქ დღე­სა­ვით ნა­თე­ლია. რო­გორც ძაღ­ლი მო­ი­ნიშ­ნავს ხოლ­მე თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას, ასე­ვე იყე­ნებს კრემ­ლი ამ კა­ნონს თა­ვი­სი სამ­ფლო­ბე­ლოს შე­მო­სა­ღო­ბად. აი, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის კი, ეს უდი­დე­სი რის­კია. მას იმე­დი აქვს, რომ უკი­დუ­რეს ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თავს, მა­ინც გა­ი­ტანს ამ კა­ნონს და პა­რა­ლე­ლუ­რად და­აჩ­მო­რებს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ეს მის­თვის სწო­რე­დაც რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაჩ­მო­რე­ბის კა­ნო­ნია. უნდა გვეს­მო­დეს და ვემ­ზა­დოთ იმის­თვის, რომ ამ­ჯე­რად ივა­ნიშ­ვი­ლი ბევ­რად მეტ ძა­ლა­დო­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს მი­მარ­თავს, ვი­ნა­ი­დან ეს მის­თვის გე­ნე­რა­ლუ­რი ბრძო­ლაა, ეს კი უკი­დუ­რეს არე­უ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ჩვენ არ უნდა გა­ვა­ტა­ნი­ნოთ კა­ნო­ნი და არ უნდა ავა­რე­ვი­ნოთ.

ახლა ხან­და­ხან მეს­მის მო­ტი­ვი - “მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­ი­ტანს კა­ნონს თუ არა, მა­ინც არ­ჩევ­ნებ­ზე გა­და­წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი”. აქ სულ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ თუ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის თა­ვი­დან აი­ცი­ლებს ელექ­ტო­რა­ლურ რე­ვო­ლუ­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ოლი­გარ­ქის და­მარ­ცხე­ბის გა­სა­ღე­ბი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და სიმ­ტკი­ცე­შია" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.