loader

“თავდამსხმელებმა ქალი თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს...“- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თავდამსხმელებმა ქალი თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს...“- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ tvpirveli.ge-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს.

წყარო გვიყვება, რომ ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.

სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინა, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"პირველების" ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.