loader

შსს ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში, მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას არ გასცდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.