loader

"ეს უკვე ძალიან ნამეტანია, შეურაცხყოფაა... საერთოდ უნდა დაანგრიო ეს სახლი" - კადრები ადიგენიდან, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს უკვე ძალიან ნამეტანია, შეურაცხყოფაა... საერთოდ უნდა დაანგრიო ეს სახლი" - კადრები ადიგენიდან, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია

დაბა ადიგენში, მერაბ მიქელაძის სახლთან, მუსლიმი თემის ლოცვის გასაპროტესტებლად, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოსახლეობა აქციას მართავენ.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას მეჩეთი არ უნდა აშენდეს.

მერაბ მიქელაძესა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. როგორც მიქელაძე "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობს, ხელისუფლებამ თავდაპირველი შეთანხმება შეცვლა და სოფელ იჯარეთში ფართის გამოყოფა ადიგენში მდებარე სახლის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

დღეს მუსლიმებს პარასკევის ლოცვა აქვთ. როგორც მერაბ მიქელაძე ამბობს, მოლაპარაკების ჩაშლის გამო იგი გეგმავს ლოცვა ისევ საკუთარ სახლში აღავლინოს.

ვიდეო: "სამხრეთის კარიბჭე"