loader

რა ხდება ამ წუთებში ადიგენში? - "მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ადიგენში? - "მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია"

"ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პორიქით დაძაბა.

პოლოციამ გადაკტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცყოფა მიაყენნ მლოცველებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე წერს და ადგილიდან ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

"მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.