loader

"მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას" - ლატვიის პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას" - ლატვიის პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარიაზე

ბექა ოდი­შა­რი­ას სი­ტყვე­ბი ამაზ­რზე­ნი და ბილ­წია, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ლატ­ვი­ის სა­პა­ტიო კონ­სუ­ლის სტა­ტუ­სი უნდა ჩა­მო­ერ­თვას. ამის შე­სა­ხებ ლატ­ვი­ის პარ­ლა­მენ­ტის (სე­ი­მის) წევ­რი რი­ჰარდს კოლ­სი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სას­წო­რი კი­დევ ერთხელ კრემ­ლის­კენ იხ­რე­ბა…

ცი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ბექა ოდი­შა­რია, მარ­ტო არაა ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვი­სი სი­ტყვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბი­თაც მი­მარ­თა თა­ვის კო­ლე­გებს, პარ­ლა­მენ­ტის ქალ წევ­რებს. ტექ­სტი - ცალ­სა­ხად, ამაზ­რზე­ნი, ბილ­წი.

ბექა ოდი­შა­რია ამ მო­მენ­ტის­თვის ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ლატ­ვი­ის სა­პა­ტიო კონ­სუ­ლია - პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ლატ­ვია თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ან­დობს… სირ­ცხვი­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა; სა­ჭი­რო­ზე მეტი მი­ზე­ზია იმის­თვის, რომ სა­პა­ტიო კონ­სუ­ლის სტა­ტუ­სი გაწ­ვე­ულ იქ­ნას.

სას­წო­რის თეფ­შე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ნელ-ნელა მი­დის კრემ­ლის­კენ და სულ უფრო და უფრო შორ­დე­ბა ქარ­თვე­ლებს, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში აწყო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი ზომ­ბი - “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბი” კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზეა მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბით უარ­ყო­ფი­ლი. კარ­გი არ­გუ­მენ­ტე­ბი და დათ­მო­ბის გზე­ბი სრულ­დე­ბა - გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე მხა­რე არ ბრუნ­დე­ბა, არა­მედ გშორ­დე­ბა,” - წერს კოლ­სი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ოდი­შა­რი­ამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კა მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნა, როცა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბის კრი­ტი­კით "ლე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი გა­მო­დი­ო­და.

"თუ ამ გა­მო­ნათ­ქვამ­მა ვინ­მე შე­უ­რა­ცხყო მე, რა თქმა უნდა, ბო­დიშს ვუხ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ რეპ­ლი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.