loader

დირექტორი სკანდალში გაეხვია - რას ამბობს სკოლის ადმინისტრაცია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დირექტორი სკანდალში გაეხვია - რას ამბობს სკოლის ადმინისტრაცია?

სოციალურ ქსელში ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ფერიდე შაინიძის სახელით დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარი შუახევში ქმრის მიერ მოკლულ ქალს ეხებოდა. "თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე" - წერდა ფერიდე.

ცოტა ხნის წინ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფერიდე შაინიძეს "ფეისბუქგვერდი" გაუტეხეს.

"სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი "ფეისბუქი" - Feride Shainidze გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, გუშინ შუახევში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა.

2333-1712229021.jpg