loader

რა ეღირება ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ეღირება ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები?

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 28 მარტის განკარგულებაში.

თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 114,83 დოლარით განისაზღვრება.

გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.

განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.

მომწოდებელმა, ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:

მესტია-ბათუმი-მესტია - 15 ადგილი, 168 დოლარი

თელავი-ბათუმი-თელავი - 40 ადგილი, 129 დოლარი

მესტია-ქუთაისი-მესტია - 15 ადგილი, 110 დოლარი

მესტია-თბილისი-მესტია - 15 ადგილი, 182 დოლარი

მესტია-ამბროლაური-მესტია - 15 ადგილი, 75 დოლარი

მესტია-თელავი-მესტია - 15 ადგილი, 187 დოლარი

თბილისი-ამბროლაური-თბილისი - 40 ადგილი, 103 დოლარი

თელავი-ამბროლაური-თელავი - 40 ადგილი, 108 დოლარი

თბილისი-ქუთაისი-თბილისი - 40 ადგილი, 77 დოლარი

თელავი-ქუთაისი-თელავი - 40 ადგილი, 87 დოლარი

თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, 50 დოლარი

ვიდეო: "პალიტრანიუსის" გადაცემა "საქმე"