loader

"შენ, იცი, რას გიზამ?! უზრდელო, ნაგავო" - ხატია დეკანოიძე ვახო მეგრელიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ, იცი, რას გიზამ?! უზრდელო, ნაგავო" - ხატია დეკანოიძე ვახო მეგრელიშვილს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა.

რეპლიკებით ერთმანეთს ხატია დეკანოიძემ და „გირჩის“ დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ ვახო მეგრელიშვილს „უზრდელი“ და "ნაგავი" უწოდა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

პროექტს "ქართული ოცნების" უმრავლესობა უჭერს მხარს.

პოლიტიკური ჯგუფის, "გირჩის" წევრებმა: ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, "საარჩევნო კოდექსში" სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

მმართველი უმრავლესობის მხარდაჭერით, "გირჩის" ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და უყრის კენჭს.