loader

“კაცმა თქვა თავისთვის კუთხეში რაღაცა, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად გამწარებულზე“ - ირაკლი ზარქუა ბექა ოდიშარიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კაცმა თქვა თავისთვის კუთხეში რაღაცა, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად გამწარებულზე“ - ირაკლი ზარქუა ბექა ოდიშარიაზე

კაცმა {ბექა ოდიშარიამ} კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად გამწარებულზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი; გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია. თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა, თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ?! დაგიგმიათ?! პირდაპირ ეთერში. ეს არის, ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ. სპეკულანტობთ ყველაფრით, ვითომ შეშფოთდნენ აქ. კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად, გამწარებულზე, გამოვიდა და თქვა, რომ ჰო, არასწორად მოვიქეციო და მოიხადა ბოდიში. ახლა გამოხვედით და გინდათ რეკლამა დაიწეროთ".

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.