“არსებული ინფორმაციით, ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოსჭრა და ხევში გადააგდო - ორი შვილი დარჩათ, მეექვსეკლასელი და მესამეკლასელი“ - შუახევში მომხდარი მკვლელობის უმძიმესი დეტალები
“არსებული ინფორმაციით, ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოსჭრა და ხევში გადააგდო - ორი შვილი დარჩათ, მეექვსეკლასელი და მესამეკლასელი“- შუახევში მომხდარი მკვლელობის უმძიმესი დეტალები
გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა, კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოსჭრა, რის გამოც ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ცოლის მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარება სტაბილურია.
მოკლული ქალი მელანო ქიზინიძეა, ხოლო ბრალდებული მამაკაცი - რაულ დეკანაძე. მათ ორი შვილი დარჩათ, ერთი მეექვსეკლასელი, მეორე - მესამეკლასელი.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოსჭრა და ხევში გადააგდო. 34 წლის მელანო ქიზინაძე ქმარმა ტყეში მოტყუებით წაიყვანა და უკაცრიელ ადგილზე სასტიკად გაუსწორდა. იხილეთ გაგრძელება ambebi.ge