loader

“ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის "ფეისბუქსტატუსს" - ვკრძალავთ პოლიტიკური მიზნით მის გამოყენებას“ - ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერის შესახებ, “გაიღიმე“, საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის "ფეისბუქსტატუსს" - ვკრძალავთ პოლიტიკური მიზნით მის გამოყენებას“ - ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერის შესახებ, “გაიღიმე“, საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი, რომლებმაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად ქცეული სიმღერა “გაიღიმე“ დაწერეს, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნით მის გამოყენებას კრძალავენ.

ავტორებმა მას შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რაც ეკა კვესიტაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დაინიცირების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:

"აქციის საუნდტრეკი გვაქვს - ზღაპრის ბოლო კეთილია. ესეც საქმეა" - წერს კვესიტაძე.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.

ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის "ფეისბუქსტატუსს". ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით მის გამოყენებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის მელოდია გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ტექსტი - ირმა სოხაძეს, ხოლო მერაბ სეფაშვილმა შეასრულა.