loader

როგორ გამოიყურება ინდოეთში ის ადგილი, სადაც ქიმიური ქარხანა აფეთქდა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ინდოეთში ის ადგილი, სადაც ქიმიური ქარხანა აფეთქდა - კადრები ადგილიდან

ინდოეთში, ტელენგანის შტატში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა ჩ.შ. რუპეშმა განუცხადა.

"ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, რომლებიც მომწყვდეულნი იყვნენ", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. არსებობს ეჭვი, რომ აფეთქების დროს უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა.