loader

ინდოეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა - არის მსხვერპლი

ინდოეთში, ტელენგანას შტატში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივმა პოლიციის წარმომადგენელმა, ჩ.შ. რუპეშმა განუცხადა.

"ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, ვინც მომწყვდეული იყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. არსებობს ეჭვი, რომ აფეთქების დროს უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა.

წყარო: https://www.reuters.com/world/india/five-people-feared-dead-chemical-factory-blast-india-ndtv-2024-04-03/?taid=660d6c9c40165f000114c57b&utm_campaign=trueAnthem:+Trending+Content&utm_medium=trueAnthem&utm_source=twitter