loader

"მაგრად "გამისწორდებოდა", უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს, ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგრად "გამისწორდებოდა", უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს, ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

მაგრად „გამისწორდებოდა“, უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მეგრელიშვილის თქმით, ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც „პოლიტიკოსების მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა“, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა.