loader

"გამოდი, აბა, გარეთ" - ვრცელდება ალეკო ელისაშვილისა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოდი, აბა, გარეთ" - ვრცელდება ალეკო ელისაშვილისა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივის გაკრიტიკებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება.

დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“.