loader

“ყველა ელოდა დაანონსებულ „სენსაციას“, მან კი თქვა, რომ საუკეთესო უკრაინელმა ჯადოქრებმა პუტინს, მედვედევს, ​​შოიგუს, სოლოვიოვს, სკაბეევას და სიმონიანს სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს“ - უკრაინული მედია დმიტრო გორდონის გადაცემას განიხილავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველა ელოდა დაანონსებულ „სენსაციას“, მან კი თქვა, რომ საუკეთესო უკრაინელმა ჯადოქრებმა პუტინს, მედვედევს, ​​შოიგუს, სოლოვიოვს, სკაბეევას და სიმონიანს სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს“ - უკრაინული მედია დმიტრო გორდონის გადაცემას განიხილავს

“ყველა ელოდა გორდონის მიერ დაანონსებულ „სენსაციას“, მან კი თქვა, რომ საუკეთესო უკრაინელმა ჯადოქრებმა პუტინს, მედვედევს, ​​შოიგუს, სოლოვიოვს, სკაბეევას და სიმონიანს სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს“ - უკრაინული მედია დმიტრო გორდონის გადაცემას განიხილავს.

გადაცემის ნაწყვეტს აღნიშნული წარწერით უკრაინული “უნიანი“ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

- “მე მზად ვარ“ - აცხადებს გორდონი.

- “მაშინ, ძვირფასო მეგობრებო, ყურადღება ეკრანზე“ - პასუხობს წამყვანი, რის შემდეგაც უკრაინელი ჟურნალისტი ოფიციალურ განცხადებას აჟღერებს:

“მეგობრებო! ხელში მიჭირავს ოფიციალური განცხადება. საუკეთესო უკრაინელი ჯადოქრები და კუდიანები შეიკრიბნენ ღამით, სავსემთვარეობაზე, აირჩიეს 6 ყველაზე საზიზღარი სამხედრო დამნაშავე: პუტინი, მედვედევი, შოიგუ, სოლოვიოვი, სკაბეევა და სიმონიანი და ამ 6 ადამიანზე იქნა გაკეთებული სასიკვდილო ჯადო!

ჯადო გააკეთეს მკვდარ მიწაზე - 40 კუბოს მიწაზე; მკვდარ წყალზე - წყლით, რომლითაც 40 გარდაცვლილი განბანეს; ნაჭრებით - რომლებითაც 40 გარდაცვლილს შეუკრეს ხელები; მათი ფოტოები 40-ჯერ დაჩხვლიტეს ბოშური ნემსებით და მიაკრეს 40 კუბოს.

ამ 6 ადამიანს სასიკვდილო ჯადო აქვს გაკეთებული და ამის მოხსნას ვერავინ შეძლებს. ყველა მათგანს ელის საშინელი ავადმყოფობა და სიკვდილი. პირველი პასუხს აგებს სოლოვიოვი. მიმდინარე 2 თვის მანძილზე შედეგებს ყველა ნახავს.

სიკვდილი უკრაინის მტრებს - დიდება უკრაინას!“

შენიშვნა: აღნიშნული განცხადება გორდონმა 1 აპრილს გააკეთა. როგორც ცნობილია ეს დღე “ტყუილის დღედ“ ითვლება. თუმცა იყო თუ არა ეს საპირველაპრილო ხუმრობა, განმარტება ამის შესახებ არც წამყვანს გაუკეთებია და არც გადაცემის სტუმარს.