loader

მძიმე კადრები ტაივანიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან გარდაცვლილები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ტაივანიდან, სადაც ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან გარდაცვლილები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.

შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მათ გადასარჩენად. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, სხვა შენობები, განადგურებული ავტომობილები.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე ტალღებია მოსალოდნელი.

მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომაც.