loader

"ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ" - ალექსანდრე ლუკაშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. "თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის," - ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.