loader

საქართველოში, მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულების დაკანონებისათვის პროფკავშირი "ლაბორი" საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში, მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულების დაკანონებისათვის პროფკავშირი "ლაბორი" საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას იწყებს

"ლაბორი" (აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი) ქალი დასაქმებულებისთვის დამატებითი ანაზღაურებითი "შვებულება მენსტრუაციის გამო" საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას იწყებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ბიოლოგიურად თვეში ერთხელ, 3-7 დღის განმავლობაში, განიცდიან მენსტრუაციას, რაც ბევრ ქალში იწვევს ისეთ ტკივილს, რომ მუშაობა უჭირთ, ქალები იძულებული არიან, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები მიიღონ და მათი ზემოქმედების ქვეშ გააგრძელონ მუშაობა. აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს ცვლილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, "ლაბორი" ქალი დასაქმებულებისთვის აწესებს ანაზღაურებად შვებულებას მენსტრუაციის გამო.

"ლაბორის" ქალთა კომიტეტის ინიციატივითა და გამგეობის გადაწყვეტილებით, მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრელად; გენდერული თანასწორობის მისაღწევად; ღირსეული შრომის სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით, "ლაბორი" იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულების დაკანონებისათვის" - ნათქვამია "ლაბორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.