“ნორმალურმა ქალბატონებმა მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის“ - იაგო ხვიჩია
“არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო ამ მიმართულებით გვაქვს, პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.