12 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, დაჭრილი სამი ბავშვიდან ერთი გარდაიცვალა - შემთხვევა ფინეთში მოხდა
ფინეთში 12 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაჭრილი სამი ბავშვიდან ერთი გარდაიცვალა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია 12 წლის ბავშვი. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.