loader

თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თათრეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა - უპილოტო საფრენმა აპარატებმა დრონების მწარმოებელ ქარხანას შეუტიეს

2 აპ­რი­ლის დი­ლას, ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან პირ­ვე­ლად, რუ­სეთ­ში, თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლა­ქებ­ში - ელა­ბუ­გა­სა და ნი­ჟნე­კამსკში, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავს და­ესხნენ სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის ასა­წყობ ქარ­ხა­ნას. შე­დე­გად, სულ მცი­რე, 7 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

რუ­სუ­ლი Telegram-ის არ­ხე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ვი­დე­ოს იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ელა­ბუ­გა­ში ობი­ექტს ეჯა­ხე­ბა. ტე­ლეგ­რა­მის არ­ხის, "Caution, News“-ის ცნო­ბით, ელა­ბუ­გა­ში და­ზი­ან­და ჰოს­ტე­ლე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც 2022 წელს აშენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლე­ჯის, "ალა­ბუ­გა პო­ლი­ტე­ქის“ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.