loader

"მძიმე პერიოდი მქონდა..." - ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა "ევროვიზიის" პრეფართიზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძიმე პერიოდი მქონდა..." - ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა "ევროვიზიის" პრეფართიზე

"მძიმე პერიოდი მქონდა, ძმა დავკარგე" - ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა მადრიდში, "ევროვიზიის" პრეფართიზე.

ნუცა ბუზალაძემ ღონისძებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღი მონაწილეობა.

როგორც მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გააუქმა.

"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში მადრიდში დაგეგმილ "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი. შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომოტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ ყველა" - წერს ნუცა ბუზალაძე.

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძეს ამერიკაში ძმა გარდაეცვალა.

ვიდეო: georgian stars