loader

შოკისმომგვრელი კადრები ტაილანდიდან - 3500-მდე მაიმუნი ქალაქს თავს დაესხა: რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები ტაილანდიდან - 3500-მდე მაიმუნი ქალაქს თავს დაესხა: რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

დაახლოებით 3500 მაიმუნი თავს დაესხა ტაილანდის, ქალაქ ლოპბურს. ისინი ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, სხდებოდნენ მანქანებში, იპარავდნენ საჭმელს მაღაზიებიდან და აზიანებდნენ ქონებას - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივმა პოლიციამ სპეციალური რაზმიც კი შეადგინა, მებრძოლები შლიფებითა და ტრანკვილიზატორებით შეიარაღდა, რათა მაიმუნები დაემშვიდებინათ და ველურ ბუნებაში გაეყვანათ. მედია წერს, რომ პოლიციამ მაიმუნების "მთავარი ბანდის ლიდერის" დაჭერა მოახერხა.